დედის დღესთან დაკავშირებით - 3 მარტს, გორში „ქართული ხმების“ სოლო კონცერტი გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას გ. ერისთავის სახელობის თეატრი უმასპინძლებს.
„დედის დღესთან დაკავშირებით, გეპატიჟებით ანსამბლ „ქართული ხმების“ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციაზე სახელწოდებით „წუთისოფელი“. კონცერტი 15:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ მერიაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი