

გორელმა სუმოისტმა ლუკა ავაზაშვილმა ესტონეთის ევროპის თასი ორი მედლით დაასრულა.
სპორტსმენი +115 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაესაკუთრა, აბსოლუტურში კი ბრინჯაოს პრიზიორია (დიდები).
„საკმაოდ დაძაბული შეხვედრები ჩავატარე. უკრაინის წარმომადგენელს, მსოფლიოს ჩემპიონს ვერასიუკს დავუპირისპირდი. ამასთან, ესტონელ და ნორვეგიელ სუმოისტებსაც შევხვდი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად, გერმანიაში გასამართი ევროპის თასისთვის და უნგრეთის ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ვემზადები“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ლუკა ავაზაშვილმა.
გორელი სუმოისტის პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.
შეჯიბრზე საქართველოს სუმოს ეროვნული ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია (მწვრთნელები ზურაბ აქუბარდია და ავთო ცერცვაძე).
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს