

ძიუდოში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა ორი მეორე ადგილი დაიკავეს.
გიორგი მანალიძე (60 კგ.) და ტატო ბაზანდარაშვილი (66 კგ.) ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.
ორივე ძიუდოისტი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის კლუბის - „ვიპ ძიუდო“ წარმომადგენლია.
Სარეიტინგო ტურნირი ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა და 2011-2012 წელს დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს