

კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, გორში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მაყურებლის წინაშე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით - „წუთისოფელი“, ანსამბლი „ქართული ხმები“ წარსდგა.
ღონისძიებას გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.
შემოქმედებით საღამოზე დასწრება თავისუფალი იყო და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, კულტურის სააგენტო ქალთა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებს ყოველწლიურად ახორციელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს