

გორელი მარიამ მახარაშვილი სამბოში საქართველოს ჩემპიონია.
სპორტსმენი 65 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და პირველ ადგილს დაეუფლა.
მახარაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
„სამბოში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში პირველად ვიასპარეზე. დაძაბული ფინალი ჩავატარე. მოგება მარტივი არ იყო, თუმცა, გავიმარჯვე და შედეგით კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნა მარიამ მახარაშვილმა.
ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ცნობით, შეჯიბრის გამარჯვებულები მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს