

ქალთა კვირეულის ფარგლებში, გორში ღონისძიება ჩატარდა.
აქტივობა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკაში მოეწყო.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს და მოწვეულ სტუმრებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს. საზოგადოება „ბილიკის“ აღსაზრდელებმა კი სტუმრებს საკუთარი ხელით დამზადებული სუვენირები გადასცეს.
შეგახსენებთ, ბავშვთა და მოზრდილთა ბიბლიოთეკა ყოველდღიურად მასპინძლობს პატარა მკითხველს და საზოგადოებას სხვადასხვა ღონისძიებაზე ეპატიჟება.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს