

გორი, კრივში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გიორგი კარელიძის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
საშეჯიბრო ნაწილი ხვალ, 12 მარტს დაიწყება და 15 მარტს დასრულდება. სპორტული აქტივობა კადეტებს შორის ჩატარდება.
გუნდურ შეჯიბრში ქართველი მოკრივეების გარდა, ისრაელის, აზერბაიჯანის და მოლდოვის გუნდები იასპარეზებენ.
ტურნირს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა უმასპინძლებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს