

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები გიორგი კარელიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შეჯიბრს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების გარდა, აზერბაიჯანის, ისრაელის და მოლდოვის გუნდები მონაწილეობდნენ.
გიორგი კარელიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
„ჭაბუკ მოკრივეთა პაექრობები დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. ტურნირი ოთხივე ქვეყნის სპორტსმენთათვის ნაყოფიერი ეტაპი იყო, მომავალი დიდი შეჯიბრებებისათვის მოსამზადებლად“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს