

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ გორში წარმოდგენას გამართავს.
19 მარტს, 16:00 საათზე, გორის კულტურის ცენტრში (მის: მშვიდობის გამზირი 12/ა) თეატრისმოყვარულები ნოდარ დუმბაძის პიესის - „Hellados“-ის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს იხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ ცნობილია ინოვაციური და არასტანდარტული დადგმებით. თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი მწერლის შემოქმედებას ამჯერადაც განსაკუთრებული ხედვით გააცოცხლებს სცენაზე.
ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას, დაესწროს საინტერესო და განსხვავებულ თეატრალურ სპექტაკლს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს