

ეროვნული ლიგა 3-ის 2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას გორის საფეხბურთო გუნდი „გორი“ „ვარკეთილს“ დაუპირისპირდება.
საფეხბურთო მატჩი ხვალ, 26 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება. თამაში გორში ქართლის სტადიონზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.
„გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „გორი“ ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება კლუბმა იანვრიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩაატარა. გაიმართა ამხანაგური მატჩებიც“, - აღნიშნულია საფებურთო კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს