

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამოს უმასპინძლა.
გორის თეატრის დიდ სცენაზე წამოდგენა გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტმა და ესტონეთის ცეკვის თეატრმა „Fine 5“ გამართეს.
რაც შეეხება წარმოდგენილ სოლო ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს, თბილისის თანამედროვე ბალეტმა მაყურებელს „პანდორა“ (პრემიერა) და „ადას ოთახი“ წარუდგინა.
ესტონეთის ცეკვის თეატრმა კი გორელ მაყურებელს კომპოზიტორ ლიისა ჰირსჩის მუსიკალური ნაწარმოების მიხედვით, ტიინა ოლესკის, რენე ნომიკის დადგმული ქორეოგრაფიული ნომერი შესთავაზა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს