

გორელი რატი ბერიძე ქვიშის ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია. სპორტსმენი 60 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
შეჯიბრს, რომელიც 17-წლამდელთა შორის ჩატარდა, ბათუმმა უმასპინძლა.
გამარჯვებულები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
რატი ბერიძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელები - დავით პოღოსიანი და ოთარ ტლაშაძე).
რაც შეეხება ნაკრების სამომავლო გეგმებს, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, მანამდე კი საწვრთნელ შეკრებას ხორვატიაში გაივლის.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს