

ფარვიზ გაგუას ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა შვიდი - პირველი და სამი მეორე ადგილი დაიკავეს.
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრს ბათუმმა უმასპინძლა.
ტურნირის გამარჯვებულები ბექა ბერიანიძე (20 კგ.), დანიელ გალეგაშვილი (23 კგ.), მათე თუშიშვილი (26 კგ.), თომა პაპიტაშვილი (29 კგ.), აივაზ ემინოვი (32 კგ.), ლექსო გიგაური (42 კგ.) და ნიკა მერაბიშვილი (47 კგ.) გახდნენ.
მეორე ადგილზე ნიკა ბერიანიძე (26 კგ.), გიორგი ოქროპირიძე (35 კგ.) და ალექსანდრე ტლაშაძე გავიდნენ.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენთაგან ცხრა - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენლები არიან. ალექსანდრე ტლაშაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს