

ოთხი მედლით დაასრულეს გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ესტონეთში, ქალაქ ვილიანდში გამართული მემორიალური საერთაშორისო ტურნირი.
პირველი ადგილის მფლობელები თორნიკე ქერდიყოშვილი (65 კგ.) და გუგა ქოთუაშვილი (70 კგ.) გახდნენ. ვერცხლის მედლები კი ნიკა მაყიშვილმა (57 კგ.) და დემეტრე ბოლოთაშვილმა (79 კგ.) მოიპოვეს.
საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეთაგან სამი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. დემეტრე ბოლოთაშვილი კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
ტურნირზე გორიდან მხოლოდ ზემოაღნიშნული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ და ყველა მათგანმა შეძლო მედლის მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირის დებიუტანტები იყვნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს