

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ანა გოდელაშვილი ქალთა შორის საქართველოს პირველობის გამარჯვებულია.
სპორტსმენი 72 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მოჭიდავე არაერთგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის პრიზიორი და საერთაშორისო ტურნირების ოქროს მედალოსანია.
„მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, გულშემატკივარს, მეგობრებს, რაც მთავარია, ჩემს მწვრთნელს გიორგი გოგშელიძეს, რომლის დამსახურებაცაა ჩემი წარმატება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დავიწყებთ მზადებას ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის და გამარჯვების იმედიც მაქვს“, - აღნიშნა ანა გოდელაშვილმა.
სპორტსმენი კლუბ „ჩემპიონის“ აღზრდილია და მისი მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს