

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მესხეთის თეატრს უმასპინძლებს. საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - „მზიანი ღამე“ (დადგმა და მუსიკალური გაფორმება ლია სულუაშვილი) ითამაშებენ.
ერთმოქმედებიან დრამაში, ლექსო ჩემია, ხათუნა ღუღუნიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი, მანუჩარ გოგოლაური, ანი ხუბუტია, იური სუდაძე, მანანა ბერიძე და ანდრია ვაჭრიძე მონაწილეობენ.
რაც შეეხება 14 მაისს დაგეგმილ წარმოდგენას, გორის თეატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით -„ჰელადოსი“ (დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი ლია სულუაშვილი) ითამაშებენ.
დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა გორის თეატრის სალაროში უკვე შეუძლიათ.
წარმოდგენები 19:00 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს