

სამი მედლით დაასრულეს ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის მოკრივეებმა აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხეშეწყობის სააგენტოს ცნობით, მოპოვებული მედლებიდან ერთი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოს სინჯისაა.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული ნინო კეჩხუაშვილი (54 კგ.) გახდა. ვერცხლის მედალს გიგი ნონიკაშვილი (70 კგ.) დაეუფლა, იოანე ნაცვლიშვილმა (60 კგ.) კი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს დიპლომები და თასებიც გადაეცათ.
ტურნირი, რომლის მიზანს ახალგაზრდებში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნის უკვდავყოფა, სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაცია და პერსპექტიული მოკრივეების გამოვლენა წარმოადგენდა, ქუთაისში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს