

გორში ვაჟა შაქარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ უმასპინძლა.
შეხვედრას მწერლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ ვაჟა შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. შეკრებილებმა შაქარაშვილის მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტი გაიხსენეს. შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.
შეგახსენებთ, გორელი მწერალი და პუბლიცისტი ვაჟა შაქარაშვილი 2021 წელს კორონავირუსით გარდაიცვალა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს