

ზაზა მდინარიძემ ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სპორტმენი გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენელია და 48 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ ამავე ტურნირზე საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა სამი - ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბაქოში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს