

ძიუდოში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირზე გორელი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ.
პირველი საშეჯიბრო დღე გორელებმა ერთი - პირველი და ორი მესამე ადგილით დაასრულეს.
ტურნირის გამარჯვებული ზურა წკრიალაშვილი (50 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა) გახდა. მესამე ადგილზე კი დავით კაკაშვილი (55 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა) და გიორგი არხოზაშვილი (55 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა) გავიდნენ.
სალიცენზიო ტურნირი ძიუდოს აკადემიაში ტარდება. პირველობა 2009-2010 წწ. დაბადეულებს შორის მიმდინარეობს და დღეს, 23 მაისს დასრულდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს