

გორის ძიუდოს კლუბი - „ვიპ ძიუდო“ ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის - „ოქროს ლიგა“ ბრინჯაოს პრიზიორია.
შეჯიბრი 2009-2011 წლებში დაბადებულ ვაჟ ძიუდოისტთა შორის ჩატადა. ფინალურ ეტაპზე საქართველოს 16 უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა.
„ვიპ ძიუდო“ ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: საბა პავლიაშვილი (55 კგ.), დავით ხარიბეგაშვილი (55 კგ.), დავით ფსუტური (60 კგ.), ლექსო მიჩიტაშვილი (60 კგ.), ტატო საბაშვილი (66 კგ.), ბადრი ბაზანდარაშვილი (66 კგ.), თორნიკე ნადირაძე (73 კგ.), ერეკლე ელიკაშვილი (73 კგ.), ბაჩო დემეტრაშვილი (+73 კგ.) და თორნიკე გიუნაშვილი (+73 კგ.).
შეგახსენებთ, ძიუდოს კლუბი „ვიპ ძიუდო“ გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზეა დაკომპლექტებული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს