

თბილისში გამართულ სარეიტინგო ტურნირზე ნევაზაში (ქვეჭიდი) გორელმა ძიუდოისტმა გოგონებმა ორი - პირველი და სამი მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებულები ქრისტი მაზანაშვილი (52 კგ; 2009-2010 წწ.) და ნინო გიგაური (44 კგ; 2009-2010 წწ.) გახდნენ.
მესამე ადგილს კი ნატა გაბარაშვილი (48 კგ; 2009-2010 წწ.), მართა ფსუტური (70 კგ; 2009-2010 წწ.) და ნანუკა მჭედლიშვილი (48 კგ; 2011-2012 წწ.) დაეუფლნენ.
საპრიზო ადგილებზე გასული ძიუდოისტები გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლები არიან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს