

ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა სკოლის საგამოფენო სივრცეში (მის: გორი, ფარნავაზის ქ. №1) 30 მაისს გაიხსნა და დამთვალიერებელს ერთი კვირის მანძილზე უმასპინძლებს.
ხელოვნებისმოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლაში მოღვაწე პედაგოგთა მიერ შესრულებული, სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები იხილონ.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს