

ამერიკის კონექტიკუტის შტატის „USA Got Talent“-ის („ნიჭიერი“) 2022 წლის და 2019 წლის უკრაინული ვოისის გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი გორში კონცერტს გამართავს.
„ვბრუნდებით იქ, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. 27 ივნისს, 19:00 საათზე, ჩემი ამერიკული ტური-კონცერტის ანალოგი, დაიდგმევა იმ ქალაქში და იმ სცენაზე სადაც პირველად დავდექი როგორც მომღერალი. დაუვიწყარი შოუ-კონცერტი გელოდებათ ყველას, გელოდებით გორის თეატრში“, - აღნიშნა ალექსანდრე ზაზარაშვილმა
ალექსანდრემ სიმღერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო. 12 წლიდან იგი ამერიკაში განაგრძობს ცხოვრებას და მოღვაწეობას. ახალგაზრდა გორელი მოღერალი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს