

გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ასპარეზობა 17-წლამდეთა შორის მიმდინარეობდა.
საბა მინდიაშვილი (45 კგ.) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. გორელი სპორტსმენი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების დროშის ქვეშ მოასპარეზე უმარ რაბადანოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
რაც შეეხება ბრინჯაოს, თემურ თუთარაშვილის (55კგ.) ანგარიშზეა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა მოჭიდავემ უკრაინელი აბას ჰუსეინოვი დაამარცხა.
საპრიზო ადგილებზე გასული ორივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია და მათი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
ევროპის ჩემპიონატი მაკედონიის ქალაქ სკოპიეში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს