

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა დოთიაშვილი (38 კგ.) ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბულგარელი მოწინააღმდეგე დავიდ პალმენოვ პეტროვი 10:0 დაამარცხა და მედალს დაეუფლა.
ლუკა დოთიაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. მოჭიდავის მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
აღსანიშნავია, რომ გორელთაგან ლუკა დოთიაშვილის გარდა, ჩემპიონატზე ზუკა დოთიაშვილი, ზუკა წინამძღვრიშვილი და ერეკლე ქართველიშვილიც ასპარეზობდნენ.
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იტალიის ქალაქ კაორლეში ჩატარდა. შეჯიბი 15-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს