

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის გოგონათა გუნდი ხელბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულია.
გორელებმა ფინალში ფოთის მეორე საჯარო სკოლის გუნდი ანგარიშით 9:7 დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ დასკვნითი თამაშების საუკეთესო ხელბურთელ გოგონად გორელი ანი ბურნაძე დასახელდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს