

ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა გორელი მხატვრის ირაკლი ბაინდურაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
აბსტრაქციის ჟანრში შესრულებულ ნახატებთან და გობელინთან ერთად, საგამოფენო დარბაზში, ასევე, გამოფენილია მხატვრის მეუღლის - ცირა მგალობლიშვილის მიერ შესრულებული ნაქარგებიც.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, ფერწერით დაინტერესებულ პირებს ცნობილი მხატვრის, მხატვართა კავშირის წევრის ნამუშევრების დათვალიერება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
ირაკლი ბაინდურაშვილი სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში. წელს მხატვარს 79 წელი შეუსრულდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს