

ძალოსნობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე „კახის კლუბის“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
შეჯიბრი 15-წლამდელებს შორის ჩატარდა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ჯაბა მოსიაშვილი დაეუფლა, რომელმაც აკვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. გარდა ამისა, სპორტსმენი ორჭიდში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აკვრაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გიორგი ოდიაშვილიც.
აღსანიშნავია, რომ „კახის კლუბის“ სპორტსმენები არაერთი შეჯიბრის პრიზიორები არიან, თუმცა საქართველოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი პირველად მოიპოვეს.
საქართველოს ჩემპიონატი ჩაქვში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს