

გ. ერისთავის სახელობის თეატრი, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ ნოდარ დუმბაძის V თეატრალურ საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ლიტერატურული მონოსპექტაკლის - „მე მოვალ - სიზმარი“ჩვენებაა დაგეგმილი.
წარმოდგენაში მაკა შალიკაშვილი და დავით დარჩია (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი) მონაწილეობენ.
თეატრმცოდნეთა თქმით, გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული წარმოდგენა ერთგვარი გზამკვლევია და მაყურებელს პოეტის შემოქმედების ორიგინალურ და მეტად თავისებურ გააზრებას სთავაზობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს