

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა ერთი - პირველი, ორი - მეორე და ორი მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი ახალგაზრდა მოჭიდავეებს შორის მიმდინარეობდა და გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ.) გახდა.
რაც შეეხება მეორე ადგილს, გიორგი მაისურაძემ (57 კგ.) და დათა პაპუკიშვილმა (61 კგ.) დაიკავეს. აკაკი მაზმიშვილი (65 კგ.) და თორნიკე ქერდიყოშვილი (70 კგ.) კი მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ.
დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი ონში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს