

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ ლატვიის „რიგას“ დაუპირისპირდება.
საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მატჩი ხვალ, 24 ივლისს ჩატარდება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება და სკონტო არენა უმასპინძლებს.
რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, 31 ივლისს, საქართველოში გაიმართება.
შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილა“ ლუქსემბურგის „რასიგნ უნიონს“ დაუპირისპირდა და ორივე მატჩში დაამარცხა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს