

გორელი მოკრივე ლიზა ლობჟანიძე (70 კგ.) ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
მოსწავლე მოკრივეთა შორის გამართული შეჯიბრის ფარგლებში, სპორტსმენმა სამი შეხვედრა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გორელმა მოკრივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლიზა ლობჟანიძე ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენის მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილია.
ევროპის ჩემპიონატი სერბეთში ჩატარდა და საქართველოს მოსწავლე მოკრივეთა ნაკრებმა ერთი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს