დღეს, 4 აგვისტოს, გორში ეკა კვალიაშვილის კონცერტი სახელწოდებით - „აქ სიყვარულია“ გაიმართება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, მუსიკალური საღამო კულტურის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიება კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში (მშვიდობის გამზირი №12/ა) ჩატარდება და ეკა კვალიაშვილთან ერთად ნუკა კვალიაშვილი, მარიამ ქაცარავა, გოჩა გელაშვილი და დათო ძიძიგური იმღერებენ.
კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
დასწრება თავისუფალია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი