სპორტი
04.08.2025 14:54
ბადრი ხატისკაცმა შოტლანდიაში გამართულ „Scottish Sumo Open 2025“-ზე ორი მედალი მოიპოვა

გორელმა სუმოისტმა ბადრი ხატისკაცმა შოტლანდიაში გამართულ „Scottish Sumo Open 2025“-ზე ორი მედალი მოიპოვა.

სპორტსმენი მძიმე და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ორივე ოქროს მედლით დაასრულა.

როგორც „გორის მაცნესთან“ ბადრი ხატისკაცმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებოდა და შედეგითაც კმაყოფილია.

„საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი იყო, რომლისთვისაც თავდაუზოგავად ვეზადებოდი. შეჯიბრში მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები მონაწილეობდნენ. მძიმე წონით კატეორიაში ექვსი შეხვედრა ჩავატარე და ყველა მათგანი მოვიგე. აბსოლუტურში კი ოთხი მოწინააღმდეგე დავამარცხე და ჩემპიონის ტიტულს დავეუფლე“, - აღნიშნა ბადრი ხატისკაცმა.

სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა. სუმოისტი არაერთი შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორია.

კვირის ამბები