2025 წლის ივლისში გორის მუნიციპალიტეტს 53 251 დამთვალიერებელი ეწვია.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 3 აგვისტომდე მუნიციპალიტეტს 249 369 ვიზიტორი ესტუმრა, მათ შორის 189 676 უცხოელია.
„რაც შეეხება კონკრეტული თვეების მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკას, იანვარში - 10 554, თებერვალში - 9 819, მარტში - 17 535, აპრილში - 33 889, მაისში - 60 852, ივნისში კი 63 469 დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი