

გორელი ბირთვის მკვრელი გიორგი მუჯარიძე ქოზანოვის ტრადიციული მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია.
სპორტსმენმა სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ბირთვი 20,82 მეტრზე ისროლა.
გიორგი მუჯარიძე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი, არაერთი დიდი შეჯიბრის გამარჯვებული და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.
ქოზანოვის ტრადიციული მემორიალური ტურნირი ალმატში (ყაზახეთი) ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს