საინტერსო ამბები
31.03.2020 17:33
წმინდა კორონა, რომელიც რომაელებმა აწამეს

ალბათ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ წმინდა კორონა ერთ–ერთი ქრისტიანი წამებულია, რომელიც ეპიდემიების დროს ადამიანთა მფარველად მიიჩნეოდა. იგი 170 წელს, მარკუს ავრელიუსის მმართველობის ჟამს, რომაელებმა სირიაში აწამეს.

კორონას წამება უკავშირდება რომაელი ჯარისკაცის ვიქტორის წამებას, რომელსაც ქრისტიანობის გამო ჯერ თვალები დათხარეს და შემდეგ თავი მოკვეთეს. ამას გულგრილად ვერ უყურებდა მეორე რომაელი ჯარისკაცის მეუღლე კორონა, იგი უთანაგრძნობდა და ამხნევებდა ვიქტორს. ამის გამო რომაელებმა ისიც არ დაინდეს, შეიპყრეს, მიაბეს ორ პალმაზე და ორ ნაწილად გაგლიჯეს.

მოგვიანებით, ვიქტორიც და კორონაც ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

ბევრს ისიც გააოცებს, რომ წმინდა კორონა ეპიდემიების დროს ადამიანთა მფარველად მიიჩნეოდა.

ვიქტორის და კორონას ხსენების დღედ 24 ნოემბერია (ძველის სტილით 11 ნოემბერი) დაწესებული.

კვირის ამბები