

საფეხბურთო კლუბ „გორს“, სეზონის განახლებამდე, ახალი ფეხბურთელი შეემატა. ახალგაზრდა შემტევი მოთამაშე გიგა ბექაძე „გორის“ ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს. როგორც კლუბში აცხადებენ, ბექაძეს გორელთა მაისურით წარსულშიც უთამაშია. ბოლო კლუბი კი, სადაც 21 წლის ფეხბურთელი თამაშობდა, ტყიბულის „მეშახტე“ იყო.
ცნობისთვის, გუნდი ლიგა 3-ის მეორე წრის თამაშებისთვის ემზადება. „გორი“ „გარდაბანს“ 21 აგვისტოს დაუპირისპირდება, 27 აგვისტოს კი თამაშს „თბილისი 2025“-თან გამართავს.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს