

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ორივე მედალი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონატს ბულგარეთის ქალაქი სამოკოვი მასპინძლობდა.
რაც შეეხება მედალოსნებს, მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორები დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ. მწვრთნელი არკადი ხინჩიკაშვილი) და კონსტატინე პეტრიაშვილი (97 კგ. მწვრთნელი არჩილ ბარამიძე) გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის მოქმედი ჩემპიონია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს