სპორტი
27.08.2025 11:48
ზეღდულეთი ქართულ ჭიდაობაში გურამ პაპიტაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში გურამ პაპიტაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება.

შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში 6 სექტემბერს გაიმართება და 12:00 საათზე დაიწყება.

მონაწილეები პირველობისთვის ხუთ წონით კატეგორიაში (60 კგ; 70 კგ; 80 კგ; 90 კგ; +90 კგ.) იასპარეზებენ.

რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს ფულად ჯილდოებთან (I ადგილი - 1 000 ლარი, II ადგილი - 700 ლარი, III ადგილი - 500 ლარი) ერთად, თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.

ტურნირი ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება და როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, შეჯიბრის მიზანი სპორტის აღნიშნული სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება, მოჭიდავეთა მომზადების დონის განსაზღვრა და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენაა.

კვირის ამბები