გორელი ძიუდოისტი იოანე აბალაკი ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
+90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში აბალაკმა იაპონელი ტაიკო ტოკიტა იპონით დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
გორელთაგან ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი ზურაბაშვილი და ქეთი რობაქიძე გახდნენ.
ზურაბაშვილმა სლოვაკი, კანადელი და სლოვენიელი მეტოქეები დაამარცხა. ნახევარფინალში, ნეიტრალურ სპორტსმენთან ორთაბრძოლა წააგო. ბრინჯაოს ფინალში გორელი სპორტსმენი ბრაზილიელ ცეზარ დე გოდი ტრისტანტეს დაუპირისპირდა, რომელსაც შეხვედრა იპონით მოუგო.
რაც შეეხება ქეთი რობაქიძეს, წინასწარ შეხვედრებში ბელგიელი და ბულგარელი მეტოქეები იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში დამარცხდა, მაგრამ დღის ბოლოს ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა. შეჯიბრი საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ექვსი მედლით დაასრულა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი