

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა დღეს, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. თამაში დინამო არენაზე ჩატარდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ფეხბურთის გულშემატკივარს საშუალებას აძლევს, საქართველოს ნაკრების თამაში დიდ ეკრანზე იხილოს.მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში მოეწყობა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს