საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ გამართა.
მატჩს დინამო არენამ უმასპინძლა და თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
ქართველ ფეხბურთელთაგან მოწინააღმდეგის კარში გოლები ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
„ძალიან ცუდად დავიწყეთ. საწყისი 20 წუთი უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა. სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც იმოქმედა ჩვენზე. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გუნდმა მაქსიმუმი გაიღო. მარტივი არ არის თურქეთთან ორი გოლის გატანა. ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია. შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშვებთ“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში 7 სექტემბერს, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩი დინამო არენაზე ჩატარდება.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი