გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ათენში (საბერძნეთი) გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.
სპორტსმენთა ანგარიშზე ექვსი მედალია. მოპოვებული მედლებიდან კი ყველა ოქროს სინჯისაა.
ტურნირის გამარჯვებულები ტარიელ საათაშვილი (55 კგ.), გიორგი სიჭინავა (60 კგ.), დავით პაპუკიშვილი (65 კგ.), აკაკი მაზმიშვილი (71 კგ.), გიგა ოთინაშვილი (80 კგ.) და გიორგი კურტანიძე (62 კგ.) გახდნენ.
ზემოაღნიშნულ მოჭიდავეთაგან ხუთი - ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. გიორგი კურტანიძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი