გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ საცხენოსნო დოღი გაიმართება.
სპორტული აქტივობა 16 სექტემბერს 14:00 საათზე დაიწყება.
შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ და სხვადასხვა დისტანციაზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, თასები და მედლები, დოღის ყველა მონაწილეს კი სიგელი გადაეცემა.
საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბის - „კენტავრი“ თანადაფინანსებით და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქტივობის მიზანს ცხენოსნობის პოპულარიზაციის ზრდის ხელშეწყობა და სპორტის აღნიშნული სახეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება წარმოადგენს.
საცხენოსნოს დოღში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ ნომერზე: 577 39 07 43. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი