

„მუსიკალური შემოდგომა 2025“-ის ფარგლებში, გორში დღეს, 19 სექტემბერს, მორიგი კონცერტი გაიმართება.
გორელი მსმენელისთვის ქეთი გომართელი, თამუნა ამონაშვილი, ჯემალ და ცისანა სეფიაშვილები, ეკა კვალიაშვილი, ნიკოლშოუ, ჯგუფი „იბერია“, სტატუს ბენდი, ელენე ფოჩხუა და მანანა თოდაძე იმღერებენ.
კონცერტი ღია ცის ქვეშ, სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში, შადრევანის მიმდებარედ გაიმართება.
მუსიკალური ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოზე დასწრება თავისუფალია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს