

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2025“-ის ფარგლებში, გორში მარათონული გარბენი ჩატარდა.
სპორტულ აქტივობაში შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებული მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
გამარჯვებულები, როგორც ვაჟებს, ასევე, გოგონებს შორის გამოვლინდნენ და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს ფულად პრიზებთან ერთად, თასები და მედლები გადაეცათ.
„შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ სპორტის ოთხ სახეობაში 2022 წლიდან იმართება. აქტივოვობების მიზანს, სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს. რაც შეეხება გარბენს, შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და „ერთობის სოციალური ჰაბის“ მხარდაჭერით გაიმართა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს