

გორის გუნდი ქართულ ჭიდაობაში გამართული შიდა ქართლის პირველობის გამარჯვებულია.
შეჯიბრი „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2025“-ის ფარგლებში ჩატარდა და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.
გუნდებმა ოლიმპიური სისტემით იასპარეზეს და, რაც შეეხება პრიზიორებს, კასპის მუნიციპალიტეტის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი ქარელის მუნიციპალიტეტის გუნდმა დაიკავა, ხოლო ხაშურის გუნდმა ასპარეზობა მეოთხე ადგილით დაასრულა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულად პრიზებთან ერთად, თასები და მედლები გადაეცათ.
ტურნირი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს