

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, გორში, დღეს „მეცნიერების ფესტივალი 2025“ გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, აქტივობები უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ სკვერში მიმდინარეობს. ფესტივალის მიზანი კი მეცნიერების მიმართ ახალგაზრდების ინტერესის ზრდა, სამეცნიერო ცოდნის და კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია და ინოვაციურ და კვლევით პროექტებში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაა.
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს ყველას, ვისაც სურს დაესწროს და ჩაერთოს საინტერესო აქტივობებში, პრეზენტაციებსა და გამოფენებში, ასევე, უშუალოდ გაეცნოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს. შემოგვიერთდით და აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები“, - ნათქვამია ინფორმაციაში რომელსაც პროექტის ორგანიზატორები ავრცელებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს